საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია აშშ-ს თავდაცვის მდივანს ლეონ პანეტას შეხვდება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა განუცხადეს.
მისი ინფორმაციით, აშშ-სა და საქართველოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა ობამა-სააკაშვილის შეხვედრის შემდეგ დაიგემა და შესაბამისი დავალებები უკვე გაცემულია.
"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან საქართველოსთვის ნიშნავს უახლოეს ხანებში უპრეცედენტო მაღალ დონეზე დაცულობის უზრუნველყოფას", - აღნიშნა წიკლაურმა.
ამასთან, უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გოკა გაბაშვილის ინფორმაციით, კი ასევე დაგეგმილია საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიასი და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის პირველი მოადგილის ალექსანდრ ვერშბოუს შეხვედრაც, თუმცა შეხვედრის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.