საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია აშშ-სა და საქრათველოს პრეზიდენტების შეხვედრას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ პრეზიდენტების შეხვედრა მართლაც წარმატებული და შედეგიანი აღმოჩნდა.
ჯალაღანიას განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს ორი ქვეყნის თანამშრომლობის ახალ დონეზე აყვანის პერსპექტივები.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, აღნიშნული საკითხი მნიშვნელოვანი იყო როგორც საქართველოსთვის ასევე რეგიონისთვის.
"განსაკუთრებით გამოვყოფდი ურთიერთობის გაღრმავებას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. მნიშვნელოვანია თავდაცვისუნარიანობის გაზრდამ ასევე უმაღლეს დონეზე დადასტურდა აშშ-ს მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. აქტიური და მნიშვნელოვანი იყო ასევე აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის პერსპექტივა, რომელიც ფაქტობრივად უკვე შეთანხმდა" - განაცხადა დავით ჯალაღანიამ.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მომზადებაზე უკვე სათანადო დავალებები მიეცა ცალკეულ უწყებებს რათა მოლაპარაკებები შესაბამის ფორმატში საკმაოდ მაღალ დონეზე გაიმართოს.
როგორც ჯალაღანიამ აღნიშნა სააკაშვილი ობამას შეხვედრაზე საუბარი იყო ასევე საქართველოს ანტიტერორისტულ როლზე კოალიციის ფარგლებში ავღანეთში და როგორც ჯალაღანიამ განმარტა ამ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა რომ აშშ არის საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მხარდამჭერი პარტნიორი.