დღეიდან საქართველოში გატარებულ წარმატებულ რეფორმებზე მსოფლიო დეტალურად შეიტყობს. როგორც დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, დღეს ვაშინგტონში დაგეგმილია მსოფლიოს ბანკის მიერ დაწერილი ახალი წიგნის პრეზენტაცია რომელიც მთლიანად საქართველოში გატარებულ რეფორმებს ეხება.
"წიგნში აღწერილია ის რეფორმები, რომელიც საქართველოში გატარდა. სამწუხაროდ ამ წიგნში არ შევიდა რეფორმები ჯანდაცვისა და განათლების სფეროზე, თუმცა ბანკს უკვე ველაპარაკე და იმედი მაქვს რომ მეორე გამოცემაში აღნიშნული რეფორმებიც დეტალურად გაიწერება. მსოფლიო ბანკის მიზანია რომ საქართველოში გატარებული რეფორმები სხვა ქვეყნებისთვის მაგალითი გახდეს" - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.
გილაურის განმარტებით, აღნიშნული წიგნის პრეზენტაცია ევროპის აფრიკის და აზიის ცალკეულ ქვეყნებში მოეწყობა, რათა მსოფლიომ საქართველოში გატარებულ რეფორმებზე დეტალური ინფორმაცია მიიღოს. საჭიროების შემთხვევაში გაითვალისწინოს კიდეც.