მანანა მანჯგალაძის განცხადებით, საქართველოსა და ამერიკის პრეზიდენტების შეხვედრის დროს აღინიშნა, რომ ვაშინგტონი ურყევად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
საქართველოს პრეზიდენტის პრესპსიკერის მანანა მანჯგალაძის განცხადებით, საქართველოსა და ამერიკის პრეზიდენტების შეხვედრის დროს აღინიშნა, რომ ვაშინგტონი ურყევად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
მანჯგალაძის თქმით, გარდა ამისა, პრეზიდენტებმა ვრცლად ისაუბრეს საქართველოში ჩატარებულ და მიმდნარე რეფორმებზე, მორიგ საპარლამენტო არჩევნებსა და სხვა დემოკრატიული გარდაქმნების პროცესში ორ ქვეყანას შორის თანამშრიმლობის გაღრმავებასა და გაგრძელებაზე.
"საქართველოში მიმდინარე რეფორმებს პრეზიდენტმა ობამამ საკმაოდ მაღალი შეფასება მისცა" - განაცხადა მანჯგალაძემ და აღნიშნა, რომ საქართველო გააგრძელებს რეფორმებს და ამ პროცესში აშშ-სთან თანამშრომლობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
პრეზიდენტის პრეს-სპიკერის იფნორმაციით ორივე პრეზიდენტმა გამოთქვა დიდი სურვილი და რწმენა იმისა, რომ ისედაც არსებული ძალზედ მყარი ურთიერთობა სამომავლოდ უფრო გაღრმავდება.