საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ბარაკ ობამას განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც საქართველოში მოხდება ხელისუფლების ფორმლაურად გადაცემა კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, აშშ-სა და საქრათველოს პრეზიდენტმებმა 30 იანვარს თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს ყველა დემოკრატიულ რეფრომაზე და ამ განცხადებების ნახვა ყველას შეუძლია როგორც სრულად ასევე ამონარიდების სახით.
"საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გააგრძელებს დემოკრატიული რეფორმების გზით სვლას და ხელისუფლება მხოლოდ დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების გზით იქნა არჩეული. ამასთან ერთად საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო გადადის პრინციპულად ახალ მოდელზე, სადაც პარლამენტის როლი გაცილებით დიდი იქნება და ამ თვალსაზრისითაც მომავალი საპარლამენტო არჩევნები ძალზე მნიშვნელოვანი და საინტერესოა" - განაცხადა მანჯგალაძემ.