საქართველოში მალე ძალაუფლების ფორმალური გადაცემა მოხდება, რაც, ვფიქრობ, კიდევ უფრო განამტკიცებს უკვე განხორციელებულ რეფორმებს. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ობამას სიტყვის ქართულ თარგმანს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"მინდა მივესალმო პრეზიდენტ სააკაშვილს და მის დელეგაციას. ძალიან კარგია, რომ აქ ჩამობრძანდით. წელს საქართველოს დამოუკიდებლობის 20 წლის იუბილეს აღვნიშნავთ და ვარდების რევოლუციის 8 წლისთავს. ვფიქრობ, საქართველომ მართლაც უნდა იამაყოს იმ პროგრესით, რომელსაც მან მიაღწია როგორც თავისუფალმა, სუვერენულმა და დემოკრატიულმა ქვეყანამ. ერთ-ერთი პირველი, რაც მე გავაკეთე, გამოვხატე ჩემი პატივისცემა იმ ინსტიტუციების მიმართ, რომლებიც საქართველოში აშენდა - უმცირესობებისადმი პატივისცემის, პოლიციის რეფორმის, კანონის უზენაესობის თვალსაზრისით. რა ინსტიტუციებიც ახლა შენდება, ძალიან დიდ გავლენას მოახდენს არა მარტო ახლანდელ თაობაზე საქართველოში, არამედ მომავალ თაობებზეც. მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი პატივისცემა თქვენს მიერ უკვე შესრულებული სამუშაოს მიმართ და გამოვთქვა იმედი, რომ გაიმართება სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები. საქართველოში მალე ძალაუფლების ფორმალური გადაცემა მოხდება, რაც, ვფიქრობ, კიდევ უფრო განამტკიცებს უკვე განხორციელებულ რეფორმებს", - განაცხადა ობამამ.
მისი თქმით, საქართველოს და ამერიკის პრეზიდენტებმა განიხილეს ორ ქვეყანს შორის შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების გზები.
"ყოველივე ამის შემადგენელი ნაწილი, რა თქმა უნდა, არის ეკონომიკა. საქართველომ, უდავოდ, ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგა ეფექტიანი, თავისუფალი ბაზრის შექმნაში და, რა თქმა უნდა, პროგრესი კვლავაც უნდა გაგრძელდეს. პროგრესის მიღწევაში კი, საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატები დაეხმარება. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისა და ოპიკის კრედიტების გარდა არის ის, რომ შევთანხმდით მაღალი დონის დიალოგზე ჩვენს ორ ქვეყანას შორის. ჩვენ უნდა განვიხილოთ სამოქმედო გზები თუ როგორ გავაღრმავოთ სავაჭრო ურთიერთობა, მათ შორის, განვიხილეთ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ბევრი რამ უნდა გაკეთდეს და ბევრ სხვადასხვაშესაძლებლობასგანვიხილავთ ამ მიმართულებით. მთავარია, რომ ეს მომგებიანი და ურთიერთსასარგებლოa ორივე ქვეყნისთვის - როგორც საქართველოსთვის, ისე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ჩვენ უნდა ვიპოვოთ ახალი შესაძლებლობები ბიზნესისთვის, რომ საქართველოში განხორციელდეს ინვესტიციები. ჩვენი პროდუქცია უნდა გაიყიდოს საქართველოში და ქართული პროდუქცია უნდა შემოვიდეს ჩვენს ბაზარზე", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
რაც შეეხება უსაფრთხოებაა და თავდაცვას, ობამამ მადლიერება გამოხატა საქართველოს პრეზიდენტის მიმართ იმ უდიდესი წვლილისთვის, რომელიც ქართველმა სამხედროებმა ავღანეთის სამშვიდობო მისიაში შეიტანეს.
"აისაფის პროგრამიის მონაწილე ნატო-ს არაწევრი ქვეყნების შორის, საქართველოს სამხედრო ძალებს ერთ-ერთი ყველაზე დიდი წვლილი შეაქვს ამ ოპერაციაში და მათ, რა თქმა უნდა, სერიოზული დანაკლისიც განიცადეს. ჩვენ ვისაუბრეთ როგორ შეიძლება გავაძლიეროთ თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში ჩვენ ქვეყნებს შორის. ჩვენი თანამშრომლობა თავდაცვის სფეროშისაკითხების ფართო სპექტრს მოიცავს. მე კიდევ ერთხელ დავუდასტურე პრეზიდენტ სააკაშვილს ის, რომ შეერთებული შტატები კვლავაც მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას გახდეს ნატო-ს წევრი.
დაბოლოს, მინდა ვუთხრა პრეზიდენტს - ჩვენ ვაფასებთ იმას, რომ საქართველომ აირჩია დემოკრატიის, გამჭვირვალეობის გზა, არა მარტო საკუთარითავისთვის, მისი არჩევანი მთელი რეგიონისთვის იქცა მაგალითად. თუ საქართველო შემდგომ წლებშიც გააგრძელებს ასეთ პროგრესს, სულ უფრო მეტი ქვეყანა გააცნობიერებს, რომ თუ საქართველომ შეძლოასეთი ტრანსფორმაცია - ისინიც შეძლებენიგივე გაიმეორონ", - განაცხადა ობამამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების შეხვედრა 30 იანვარს თეთრ სახლში გაიმართა.