მენინგოკოკცემიის დიაგნოზით ინფექციურ საავადმყოფოში 8 წლის გოგონაა მოთავსებული. მედიკოსების შეფასებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა თუმცა სტაბილური. პაციენტს სხეულზე სისხლჩაქცევები და მაღალი ტემპერატურა აღენიშნება. ბავშვი გორიდან ჩამოიყვანეს.
თავდაპირველად მას ადგილობრივ საავადმყოფოში მკურნალობდნენ, თუმცა ბავშვის მდგომარეობის გართულების გამო, მისი თბილისში გადმოყვანა გახდა აუცილებელი.