„...არანაკლებ მნიშვნელოვანია ეს არის, რომ პრეზიდენტმა ობამამ გამოაცხადა, რომ მზად არის მხარი დაუჭიროს ახალ ფორმატს ეკონომიკური თანამშორმლობის, რაც ნიშნავს ასევე, პერსპექტვას ამერიკა-საქართველოს შორის თავისუფალ ვაჭრობის ხელშეკრულების. უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის წარმოუდგენლად დიდი რაღაცა, საქართველოს ეკონომიკისათვის უახლოეს წლებში", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტან ბარაკ ობამასთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
მისი თქმით, აშშ-ს აქვს თავისუფალ ვაჭრობის ხელშეკერულება თავის ძალიან ახლო მოკავშირეებთან.
„ამერიკას აქვს თავისუფალ ვაჭრობის ხელშკერულება თავის ძალიან, ძალიან ახლო მოკავშირეებთან და ყველგან სადაც ეს ხელშეკრულება გაფორმდა ეს იყო ძალიან სერიოზული ნახტომი, ამ ქვეყნების ეკონომიკის განვითარების მყარი საფუძველი", - აღნიშნა პრეზიდეტმა სააკაშვილმა.