შემდეგი არჩევნები გააგრძელებს წინსვლას დემოკრატიისადმი და გვექნება უფრო გაფართოებული, პლურალისტური პოლიტიკური სცენა, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ის პრეზიდენტთან ბარაკ ობამასთან გამოართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებისთვის გაკეთებულ განცხადებაში.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, აღნიშნულს განაპირობებს ის, რომ ქვეყანა სხვა კონსტიტუციურ სისტემაზე გადადის.
"ძალიან დიდი მადლობა იმ კომპლიმენტებისთვისაც, რომელიც რეფორმებთან დაკავშირებით გვითხარით. ეს რეფორმები ვერ მოხდებოდა, რომ არა თქვენი მხარდაჭერა და თქვენი ადმინისტრაციის რჩევები. ჩვენ ამას ვაფასებთ და მინდა გითხრათ, რომ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც მალე გაიმართება, სხვა პოლიტიკურ კონსტიტუციურ სისტემაზე გადავდივართ. შემდეგი არჩევნები გააგრძელებს წინსვლას დემოკრატიისადმი და გვექნება უფრო გაფართოებული, პლურალისტური პოლიტიკური სცენა", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობები გაგრძელდება და მას ვერაფერი შეცვლის.