საქართველოსთვის მნიშვნელოვან მომეტში ბარაკ ობამასთან შეხვედრა იყო კონკრეტული შედეგებით დატვირთული. ამის შესახებ თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდეტთან ბარაკ ობამასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქართულ მედიისთვის აკეთებულ განცხადებაში აღნიშნა.
„პირველ რიგში მე მინდა ვთქვა, რომ მერამდენედ ვარ ამ ოვალურ კაბინეტში თეთრ სახლში, ყველა შეხვედრა იყო კარგი, მაგრამ არასოდეს ამდენი კონკრეტული შედეგებით დატვირთული ამ კაბინეტიდან არ გამოსვულვართ, და თან, იმ მომენტში, როდესაც ეს იყო საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი. კერძოდ, თქვენ მოისმინეთ რა თქვა პრეიზიდენტმა ობამამ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.