ცესკოში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. მათი განცხადებით, გაუგებარია რა პრინციპით შეირჩა ის უბნები, რომელთა შესახებაც ცესკომ წინასწარი მონაცემები უკვე გამოაქვეყნა.
ცესკოს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ბალანსი შერჩეულია გარკვეული ერთგვაროვანი ოქმების გამოქვეყნებით.
"მაშინ, როდესაც თბილისის უმეტესი უბნების მონაცემები არ გამოქვეყნებულა აქვეყნებენ მარნეულის ყველა უბნის მონაცემებს, რაც თავის თავად გაურკვეველს ხდის თუ რა პრინციპით ხდება აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება.", _განაცხადა ცესკოში კონსერვატული პარტიის წარმომადგენელმა ნინო გოგუაძემ.