აშშ და საქართველო ორ ქვეყაანას შორის თავისუფალი ვაჭრობის საკითხზე იმუშავებენ, რათა გაფართოვდეს და გამტკიცდეს მათ შორის სავაჭრო ურთიერთობები. ამის შესახე აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამა საქართველოს პრეზიდენტთან მიხელ სააკაშვილთან თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ბარაკ ობამას თქმით, პრეზიდენტებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანაამშრომლობის საკითხები.
„ჩვენ განვიხილეთ, თუ როგორ შეგვიძლია უფრო მჭიდრო გავხადოთ ორ ქვეყანას შორის თანაშრომლობა", - განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.
მისივე თქმით, ორივე ქვეყანა მაზადაა ამ მიმართებით დიალოგის განვითარებისთვის, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების საკითხის განსახილლველად.