დღეს, 31 იანვარს, "თავისუფალი აზრის სახლში" ანალიტიკური პროექტის "რეალური რისკები რეალურ საქართველოში" III ნაწილის - "დემოგრაფიული რისკები საქართველოში" პრეზენტაცია გაიმართება.
ღონისძიებაზე მოწვეული არიან ცნობილი მეცნიერები, საზოგადო მოღვაწეები, უმაღლესი სკოლის წარმომადგენლები, უფლებადამცველები.
პრეზენტაციას გახსნის "თავისუფალი აზრის სახლის" საბჭოს თავჯდომარე, ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი გივი თალაკვაძე. ძირითადი მომხსენებელი იქნება ეკონომისტი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი და დემოგრაფი ანზორ თოთაძე.
ნაშრომი მოიცავს საქართველოს მოსახლეობის დემოგრაფიული განვითარების ტენდენციებს და მოსალოდნელ დემოგრაფიული საფრთხეებს.