თბილისის მერმა გიგი უგულავამ იაშვილის განახლებული ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო დაათვალიერა და კლინიკის პერსონალს შეხვდა.
მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი ჯანდაცვისა და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების შეთავაზების მიზნით, გარემონტდა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყო დიღომში მდენარე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფო, სადაც პაციენტებს 24 საათის განმავლობაში, კვალიფიციური ექიმები ემსახურებიან. კლინიკაში 720 ადამიანია დასაქმებული, მათ შორის 12 ადამინი მერიის დასაქმების მსურველთა ბაზიდან დასაქმდა.
მერიის განცხადებით, საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი ჯანდაცვის შეთავაზების მიზნით, სახელმწიფო სხვადსხვა სადაზღვევო პროექტს ახორციელებს.
2012 წელს თბილისის მერიის მიერ, 120 000 ბენეფიციარი დაეზღვია.