პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე აშშ-ის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ბაქრაძეს ამერიკის ბიზნესსექტორის წარმომადგენელმა, ჯორჯ ველინგტონმა ამერიკის სავაჭრო პალატის საქმიანობასთან დაკავშირებით ინფორმაცია გააცნო და აღნიშნა, რომ სავაჭრო პალატაში ახალი კომიტეტი შეიქმნა, რომელიც სავაჭრო კანონმდებლობაზე იმუშავებს.
"ჩვენთვის საინტერესოა, ამერიკის შეერთებული შტატების ბიზნესსექტორის მოსაზრებები საგადასახადო კანონმდებლობასთან დაკავშირებით. როგორც იცით ხელისუფლება ცდილობს კიდევ უფრო გაუმჯობესდეს ბიზნესგარემო და ჩვენი ქვეყანა უფრო მიმზიდველი გახდეს უცხოელი ინვესტორებისთვის", - განაცხადა შეხვედრის დასარულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პეტრე ცისკარიშვილმა.
დღევანდელ შეხვდრას დავით ბაქრაძესთან ერთად ასევეპარლამენტის წევრები - პეტრე ცისკარიშვილი, ზურაბ მელიქიშვილი და გიორგი მელაძეც დაესწრნენ.