სამშენებლო კომპანია „ატუ" მწუხარებას გამოთქვამს კობა გოგრიჭიანის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს.
უბედური შემთხვევა დიდ დიღომში ა.წ. 29 იანვარს მოხდა. 38 წლის კობა გოგრიჭიანი რაგბის სტადიონის მშენებლობის დროს მომხდარ უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. კობა გოგრიჭიანი კომპანია „ატუ"- ში 2009 წლის 1 ოქტომბრიდან მუშაობდა.
უბედური შემთხვევის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს გამოძიება.