5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები საერთაშორისო სტანდარტებს სავსებით აკმაყოფილებს. ამის შესახებ 2008 წლის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, კონგრესმენმა ჯიმ კოლბმა "ქორთიარდ მარიოტში" გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ჩვენი სადამკვირვებლო მისია წარმოდგენილი იყო არა მარტო თბილისში, არამედ სხვადასხვა რეგიონში. არჩევნების მსვლელობისას ტენქნიკური პრობლემები დაფიქსირდა, თუმცა უმნიშვნელო. IღI მიიჩნევს, რომ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები სავსებით აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და ულოცავს საოლქო და საუბნო საარჩევნო ადმინისტრაციას არჩევნების დღეს უბნებზე წყნარი და ორგანიზებული ატმოსფეროს შექმნას", - განავცხადა ჯიმ კოლბამ
როგორც მისიის წარმომადგენელი აღნიშნავს, მიუხედავად დაძაბულობისა, წინასაარჩევნო პერიოდი კონკურენტუნარიან გარემოში, ძალადობის გარეშე მიმდინარეობდა.
დელეგაციამ ახალ ადმინისტრაციას პარლამენტთან ერთად იურიდიული რეფორმის ჩატარებისკენ და პრიორიტეტად კანონის უზენაესობის დასახვისკენ მოუწოდებს, რათა საქართველოში დემოკრატიული რეფორმები გაგრძელდეს.
IღI-ის 26-კაციან სადამკვირვებლო მისიაში იყვნენ წარმომადგენლები ჩეხეთის რესპუბლიკიდან, ლიტვიდან, ნორვეგიიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან და აშშ-დან. IღI-ის სადამკვირვებლო მისიამ მონიტორინგი ჩაატარა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის, იმერეთის, კახეთის, ქვემო ქართლის, სამეგრელოს, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის რეგიონების და თბილისის 120-ზე მეტ საარჩევნო უბანზე.