ერთიანი ეროვნული საბჭოს პრეზიდნეტობის კანდიდატის ლევან გაჩეჩილაძის მომხრეები რიყზე შეიკრიბნენ და აქციას მართავენ.
მათი მთავარი რომლის მთავარი ლოზუნგა - დავიცვათ საკუთარი ხმები და არჩევანი.
მიტინგი დეპუტატმა გია თორთლაძემ გახსნა და შეკრებილებს არჩევნებში ლევან გაჩეჩილაძის გამარჯვება მიულოცა. მისი თქმით, სააკაშვილმა გაჩეჩილაძეს გამარჯვება მოპარა. თორთლაძემ მომიტინგეებს ქართული არხების ბოიკოტირებისკენ და კავკასიის ყურებისკენ მოუწოდა.
"ცესკო მალავს რეალურ მონაცემებს, რადგან უჭირთ საკუთარი დამარცხების გამოცხადება, მაგრამ არც ერთი ნაბიჯი უკან, ჩვენ ბრძოლას სასამართლოში, ყოველდღიური შეხვედრებითა და საერთოშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობით გავაგრძელებთ", _ განაცხადა თორთლაძემ.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის, ლევან გაჩეჩილაძის შტაბის ინფორმაციით, თბილისში არსებული 109 საარჩევნო უბნიდან, 96-ში ლევან გაჩეჩილაძემ გაიმარჯვა. ისინი ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმების გაყალბების მცდელობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ საარჩევნო კომისია ოქმების გამოქვეყნებას შეგნებულად აჭიანურებს.