წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვისთვის კრიტერიუმები დამტკიცდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრის ბრძანება უკვე ძალაშია, რომელიც 2012 წლის 3 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე ვრცელდება.
ბრძანების თანახმად, წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი თამაშობის ზოგადი წესი უნდა შეიცავდეს: კონკრეტული პროდუქციის (მომსახურების) მწარმოებელი პირის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს; კონკრეტული პროდუქციის (მომსახურების) ჩამონათვალს და პროდუქციის (მომსახურების) აღწერას.
აღსანიშნავია, რომ წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვისთვის დაინტერესბულმა პირმა მისი მოწყობის მიზეზი უნდა ასახოს, კერძოდ რამ გამოიწვია წამახალისებელი გათამაშების მოწყობა და რამდენად ეფექტური იქნება ის მაძიებლის საქმიანობისთვის, ასევე დასახელებული უნდა იყოს წამახალისებელი გათამაშების მიზანი.
ამასთან, კონკრეტული პროდუქციის მწარმოებელი პირის ან მისი წარმომადგენლის მიერ წამახალისებელი გათამაშება შესაძლებელია მოეწყოს მხოლოდ მის ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებით.