საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე 3 თებერვალს გაერო-ს გენერალურ მდივანს პან გი მუნს შეხვდება. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ დღეს ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შეხვედრა ნიუ-იორკში გაიმართება.
მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილება საქართველოსთვის აქტუალური საკითხები გაეროს ფარგლებში.
"განსახილველ საკითხთა შორის არის ასევე ის თანამშრომლობა, რომელიც როგორც გაერო-ს წევრ ქვეყანასა და ამ ორგანიზაციას შორის მიმდინარეობს. საუბარი იქნება გაერო-ს როლის უფრო გააქტიურებაზე ჩვენი კონფლიქტის და საქართველოს უსაფრთხოებისა და ტერიტორიული პრობლემების მოგვარების საკითხში და გაეროს თანათავჯდომარის როლის აპექტები ჟენევის მოლაპარაკების ფორმატში", - განაცხადა ჯალაღანიამ.
მისი თქმით, გაერო-ში ვაშაძისა და პან გი მუნის შეხვედრის განსახილველ საკითხთა შორის საქართველოს ლტოლვილებთან და იძულებით ადგილნაცვალ პირებთან დაკავშირებით რეზოლუციის საკითხებიც.