რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატის ვლადიმერ პუტინის მესამე პროგრამული სტატია ეკონომიკას ეძღვნება. ამ სტატიაში ვლადიმერ პუტინი მიანიშნებს, რომ დიმიტრი მედვედევმა თავისი ძირითადი ამოცანა ვერ შეასრულა. მასში პუტინი ასევე აკრიტიკებს საპრეზიდენტო რეფორმების მიმდინარეობის მსვლელობას.
ვლადიმერ პუტინის რიგით მესამე სტატიამ, რომელიც ეკონომიკის საკითხებისადმია მიძღვნილი მედიის ყურადღება უპირველეს ყოვლისა იმითი მიიპყრო, რომ მასში გაკრიტიკებულია დიმიტრი მედვედევის მიერ დაწყებული რეფორმები ამ სფეროში. რუსული მედია ასევე წერს, რომ ამ სტატიით ვლადიმერ პუტინმა მედვედებს "ორმაგი დარტყმა" მიაყენა.
"ვლადიმერ პუტინმა მთავარ პრობლემად სისტემური კორუფცია დაასახელა და ამით ფაქტობრივად გააცხადა, რომ დიმიტრი მედვედევმა ჩააგდი და ვერ შეასრულა თავისი მთავარი ამოცანა, რომელიც თავადვე დაისაახ ოთხი წლის წინ - კორიფციასთან ბრძოლა", _ წერს რუსული მედია.
"ვედომოსტში" გამოქვეყნებულ სტატიაში ვლადიმერ პუტინი წერს, რომ "საქმიანი კლიმატი მიმზიდველი არ არის. ბოლო წლების განმავლობაში პრეზიდენტ მედვედევის ინიციატივით სხვა და სხვა მიმართულებებით მთელი რიგი რეფორმები დაიწყო, თუმცა შესამჩნევი ცვლილებები ჯერ ჯერობით არ ჩანს".
მისივე თქმით, "რუსეთი აგებს იურისდიქციის კონკურენციაში, რუსეთში მოქმედი ბიზნესი უფრო ხშირად ამჯობინებს გარიგებებისა და შეთანხმებების საზღვარგარეთ დარეგისტრირებას". ამას გარდა, ვლადიმერ პუტინი სტატიაში ასევე წერს, რომ "სისტემური კორიუფციის" შესახებ, რუსეთში იცის ყველამ, მათაც კი ვისაც ბიზნესთან საერთოდ შეხება არ აქვს".