მიხეილ სააკაშვილმა პირველი შეხვედრა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის პრეზიდენტს დენიელ იოჰანესთან გამართა. შეხვედრის მთავარი თემა განათლების სფერო იყო. იოჰანესმა აღნიშნა, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრეს მიაღწია ყველა სფეროში და მათ შორის განათლების სფეროში.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა კი ფონდის პრეზიდენტს ბათუმში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტი აჩვენა, რომელიც სავარაუდოდ, სექტემბერში დასრულდება.
"ჩვენი დიდი ამბიციაა, რომ საქართველოში რომელიმე წამყვანი ამერიკული უნივერიტეტის ფილიალი გავხსნათ, რომლის შტაბბინა ბათუმი იქნება. ჩვენ რა თქმა უნდა, არ ველოდებით ამერიკელებს, დავიწყეთ მშენებლობა და ნახევარი უკვე ამოყვანილია და სექტემბერში უკვე გაიხნება. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი შენობა, რომელიც იქნება სიმბოლო ჩვენი განათლების გაუმჯობესების. ამის პარალელურად ვმუშაობთ იმაზე, რომ საქართველოში იყოს ისეთი სკოლები, რომელიც უკვე რამდენიმე ათეული გავხსენით, მაგრამ ასეთი უნდა იყოს რამდენიმე ასეული, რაშიც ამერიკელები დაგვეხმარებიან. მომავალ წელს მასობრივად გაიხსნება ამგვარი სკოლები. ამ საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე ჩემი ამბიციაა, საქართელოში მსოფლიო კლასის მოწყობილი კლინიკები და სკოლები ამ დონეზე იყოს მოწყობილი", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილმა შეხვედრაზე წიგნის შესახებაც ისაუბრა, რომლის პრეზენტაცია ზეგ ვაშინგტონში გაიმართება.
"წიგნი სახელწოდებით "საქართველო როგორც მაგალითი კორუფციასთან ბრძოლის მსოფლიო მასშტაბით" ზეგ დიდი ზარზეიმით წარადგენენ ვაშინგტონში. შემდეგ უკვე მიდის ამის პოპულარიზაცია, რომელზეც უკვე მოითხოვეს ანგარიშ მოსმენა. არამხოლოდ ჩვენი რეგიონის მთავრობებმა არამედ რამდენიმე დასვალეთის ევროპის მთავრობებმაც. რომელთაც ძალიან აინტერესებს ამ გამოცდილების გაზიარება. საქართველო გახდა, მართლაც მსოფლიო ბრენდი ამ მიმართულებით", - აღნიშნა სააკაშვილმა.