საქართველო-თურქეთის სასაზღვრო მონაკვეთის ცენტრალურ მაგისტრალზე გზის ნაწილი ჩავარდა.
სარფში, თურქეთის მხარეს ზღვის ძლიერმა ტალღებმა აღნიშნულ მონაკვეთს საფუძველი გამოუთხარა და მთლიანად ჩამოშალა.
შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ჩამონგრევის მომენტში ადგილზე არცერთი ავტომობილი არ მოძრაობდა.
დაზიანებას უკვე სწავლობენ თურქეთის შესაბამისი სამსახურის სპეციალისტები და მის აღდგენამდე მოძრაობა ალტერნატიული გვირაბის საშუალებით ხორციელდება.