ორგანიზაციამ "ახალი თაობა - ახალი ინიციატივა" პარალელური დათვლის შედეგები გამოაქვეყნა.
ორგანიზაციის მონაცემებით არჩევნებში 50,5 პროცენტით მიხეილ სააკაშვილმა გაიმარჯვა. მეორე ადგილზე 26,1 პროცენტით ლევან გაჩეჩილაძე გავიდა, დავით გამყრელიძემ ხმათა 6,8 პროცენტი მიიღო, არკადი პატარაკაციშვილმა - 7,18 პროცენტი, შალვა ნათელაშვილმა - 4,1 პროცენტი, გიორგი მაისაშვილმა 0,84 პროცენტი, ირინა სარიშვილმა - 0,15 პროცენტი.
აღნიშნული მონაცემები გორის, ქუთაისის, ახალციხის, ზუგდიდისა და თბილისის 400-მდე უბნის ბიულეტენების დათვლის შედეგია. იონათამიშვილის თქმით, ქუთაისში 47,62 პროცენტი მიხეილ სააკშავილმა მოიპოვა, ლევან გაჩეჩილაძემ - 30,49 პროცენტი, არკადი პატარკაციშვილი - 4,57 პროცენტი, დავით გამყრელიძემ - 6,81 პროცენტი, შალვა ნათელაშვილმა - 8,19 პროცენტი, გიორგი მაისაშვილი - 1,52 პროცენტი, ირინა სარიშვილი - 0,22 პროცენტი.
გორი: მიხეილ სააკაშვილი - 59, 96 პროცენტი, ლევან გაჩეჩილაძე - 19 პროცენტი, არკადი პატარკაციშვილი - 5,43 პროცენტი, დავით გამყრელიძე - 3,87 პროცენტი, შალვა ნათელაშვილმა - 5,99 პროცენტი, გიორგი მაისაშვილი - 0,41 პროცენტი, ირინა სარიშვილი - 0,1 პროცენტი.
თბილისი - მიხეილ სააკაშვილი 31, 82 პროცენტი, ლევან გაჩეჩილაძემ - 39,76 პროცენტი, არკადი პატარკაციშვილი - 7,87 პროცენტი, დავით გამყრელიძემ - 5,26 პროცენტი, შალვა ნათელაშვილმა - 5,36 პროცენტი, გიორგი მაისაშვილი - 1,43 პროცენტი, ირინა სარიშვილი - 0,25 პროცენტი.
ზუგდიდი - მიხეილ სააკაშვილი 68,76 პროცენტი, ლევან გაჩეჩილაძემ - 13,99 პროცენტი, არკადი პატარკაციშვილი - 2,89 პროცენტი, დავით გამყრელიძემ - 3,18 პროცენტი, შალვა ნათელაშვილმა - 2,33 პროცენტი, გიორგი მაისაშვილი - 0,51 პროცენტი, ირინა სარიშვილი - 0,08 პროცენტი.
ახალციხე - მიხეილ სააკაშვილი 82,25 პროცენტი, ლევან გაჩეჩილაძემ - 9,39 პროცენტი, არკადი პატარკაციშვილი - 2,9 პროცენტი, დავით გამყრელიძემ - 0,97 პროცენტი, შალვა ნათელაშვილმა - 1,62 პროცენტი, გიორგი მაისაშვილი - 0,25 პროცენტი, ირინა სარიშვილი - 0,06 პროცენტი.
"ახალი თაობა - ახალი ინიციატივა" საბოლოო შედეგებს მალე გამოაქვეყნებს. მათ დასათვლელი დარჩათ კიდევ რამდენიმე უბნის მონაცემები.