დღეს, 30, იანვარს, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის ამერიკელ კოლეგას ბარაკ ობამას თეთრი სახლის ოვალურ დარბაზში შეხვდება. ორი ქვეყნის ლიდერები თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე, დემოკრატიული რეფორმების გაძლიერებაზე, ასევე ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და სავაჭრო სფეროში თანამშრომლობაზე ისაუბრებენ.
ამერიკისა და საქართველოს პრეზიდენტები ერთმანეთს უკვე მეხუთედ შეხვდებიან. საქართველოს პრეზიდენტი ვაშინგტონში საპრეზიდენტო ინაუგურაციის მერვე და ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების მე-20 წლისთავზე ჩავიდა.
მიხეილ სააკაშვილი ამერიკის პრეზიდენტის მაღალი რანგის სტუმრებისათვის განკუთვნილ რეზიდენციაში, "ბლეარ ჰაუსში" დაბინავდება. რეზიდენცია თეთრ სახლთან ახლოს, პენსილვანია ავენიუზე მდებარეობს და მხოლოდ შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალური სტუმრებისთვისაა განკუთვნილი.