"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერები ვაშინგტონში შეხვედრებს განაგრძობენ. გიორგი თარგამაძე და პარტიის საერთაშორისო მდივანი გიორგი რუხაძე როკვილის ქართულ ეკლესიაში მივიდნენ და წირვას დაესწრნენ. მოგვიანებით გაიმართა შეხვედრა ვაშინგტონში მცხოვრებ ქართველებთან. გიორგი თარგამაძემ ქვეყანაში და რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე, წინასაარჩევნო ვითარებაზე, ქვეყანაში დემოკრატიის დონეზე, მცირე და საშუალო ბიზნესის მდგომარეობაზე და სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობაზე ისაუბრა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. პარტიის საერთაშორისო მდივანმა გიორგი რუხაძემ "ქრისტიან-დემოკრატების" 4 წლიანი საქმიანობა შეაჯამა და ვაშინგტონში მცხოვრებ ქართველებს გიორგი თარგამაძის გუნდის პოლიტიკური ხედვა და სამომავალო გეგმები გააცნო. "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერების ვიზიტი ვაშინგტონში 26 თებერვალს დაიწყო 3 თებერვლამდე გაგრძელდება. შეხვედრები უკვე შედგა სახელმწიფო დეპარტამენტში, სენატასა და წარმომადგენლობით პალატაში. ასევე ამერიკისა რესპუბლიკურ და ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტებში. შეხვედრები დაგეგმილია სხვადსხვა სამთავრობო სტრუქტურებში, მათ შორის - სოფლის მეურნოების სამინისტროში. გიორგი თარგამაძე 2 თებერვალს მიწვეულია საუზმეზე პრეზიდენტ ობამასთან.
მასალის გამოყენების პირობები