ხვალ, 30 იანვარს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი და ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრებიან.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მმართველი პარტიის პრესსამსახურუდან აცნობეს, მაჭავარიანი და წერეთელი ვაშინგტონში აშშ-ს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე კონგრესისა და სენატის წევრებთან შეხვედრებს გამართავენ.
ამასთან, ვიზიტის ფარგლებში ქართველი პარლამენტარები ამერიკის კონგრესის მოწვევით აშშ-ს კონგრესის მიერ ორგანიზებულ მე-60 ტრადიციულ საუზმეს დაესწრებიან, რომელიც ყოველწლიურად იმართება.
აღსანიშნვია, რომ ღონისძიებას კონგრესის წევრები, აშშ-ს პრეზიდენტი, ხელისუფლების წარმომადგენლები, პოლიტუკური ლიდერები, ასევე დიპლომატიურ კორპუსის და 140-ზე მეტი ქვეყნიდამ მოწვეული სტუმარი ესწრება.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ღონისძიებაში ტრადიციულად იღებენ მონაწილეობას საქართველოს პარლამენტის წევრები. ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი უკვე მეთორმეტედ არის მოწვეული ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად.
საპარლამენტო დელეგაცია საქართველოში დაბრუნდება 5 თებერვალს.