რესპუბლიკური პარტიის ლიდერის, საერთო სახალხო მოძრაობის წევრის, ლევან ბერძენიშვილის შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნები თბილისსა და ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში შედარებით მშვიდად, რეგიონებში კი გაყალბებისა და ტერორის ფონზე ჩატარდა.
როგორც ბერძენიშვილმა სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აღნიშნა, გაყალბების მასშტაბებმა კომუნისტური მმართველობისა და შევარდნაძის ხელისუფლების დროინდელ ტრადიციებს გადააჭარბა.
"პროგრესი მართლაც არის, რადგან სააკაშვილი ამჯერად 90%-ით არ იმარჯვებს და შედარებით დაბალ მაჩვენებელს დაჯერდა. ამ გამარჯვებას მე მითოლოგიური პიროსის გამარჯვებას შევადარებდი, რადგან მას შეეწირა სახელმწიფო ბიუჯეტი და ქვეყნის იმიჯი. საქართველოს ეყოლება პრეზიდენტი, რომელმაც არჩევნები დედაქალაქში წააგო, რომელმაც გამოიყენა სიყალბის ყველა ფორმა", _ განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ბერძენიშვილმა.
მისივე თქმით, გაყალბების ყველა მეთოდი იყო გამოყენებული რეგიონებში. D
"დაწყებული "სომხური მარაოთი", რომელიც ამომრჩევლის მიერ უკვე შემოხაზული ბიულეტინების ჩაყრას გულისხმობს, "კარუსელებით" დამთავრებული, როცა ერთი და იგივე პიროვნება რამდენიმე უბანზე აძლევს ხმას.Aაღარაფერს ვამბობ 2 ათას სამარშრუტო ტაქსზე, რომელიც თურმე ამომრჩევლის დასახმარებლად დაიქირავეს. ცნობილია ის სტამბებიც, სადაც ე.წ. შემოხაზული ბიულეტინები დაიბეჭდა", _ განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ბერძენიშვილმა.