ევროკომისიამ ალიანს SkyTeam-ის წინააღმდეგ ანტომონოპოლისტური გამოძიება დაიწყო. ალიანსი რომლის შემადგენლობაში Air France-KLM, Alitalia და Delta, შესაძლოა, ბოროტად სარგებლობა საკუთარი დომონანტური მდგომარეობით.
"ევროკომისიამ დაიწყო გამოძიება, რათა შეაფასოს სამი ავიაკომპანიის პარტნიორობა ხომ არ ლახავს მგზავრების ინტერესებს ევროკავშირსა და აშშ-ში", - აღნიშნული რეგულატორის განცხადებაში.
Air France-KLM-მა, Alitalia-მ და Delta-მ 2009-2010 წლებში ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ევროპასა და სამხრეთ ამერიკას შორის ტრანსატლანტიკურ გადაზიდვებს ითვალისწინებდა.
ხელშეკრულების მიხედვით, ავიაკომპანიები კოორდინაციას უწევენ ტრანსატლანტიკურ ავიაგადაზიდვებს, განრიგს, ფასებსა და შემოსავლებს. იმავდროულად, ევროკომისია იტყობინება, რომ ანტიმონოპოლიური გამოძიება SkyTeam-ის 8 წევრზე, ავიაკომპანიებზე - Aeromexico, Air France, Alitalia, Continental Airlines, Czech Airlines, Delta, KLM და Korean Air Lines - დასრულებულია.
SkyTeam-ი არის გლობალური ალიანსი, რომელშიც გაერთიანებულნი არიან „აეროფლოტი", Aeromexico, Air Europa, Air France, Alitalia, China Airlines, China Eastern, China Southern, Czech Airlines, Delta Air Lines, Kenya Airways, KLM Royal Dutch Airlines, Korean Air, TAROM and Vietnam Airlines.