"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერებმა შეხვედრები ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანოში გამართეს. გიორგი თარგამაძე და და პარტიის საერთაშორისო მდივანი გიორგი რუხაძე სენატის საგარეო და უსაფრთხოების კომიტეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ. კავკასიის რეგიონში სტაბილურობა, უსაფრთხოების დამატებითი გარანტიები, ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების შეუქცევადობა იყო შეხვედრის მთავარი თემები.
"ძალზედ მნიშნველოვანია, რომ საქართველოს საკითხი კვლავაც აქტიურად ფიგურირებს ამერიკის სენატისა და წარმომადგენელთა პალატის დღის წესრიგში, რადგანაც სერიოზულ ეკონომიკურ დამხარებასთან ერთად აშშ-ს აქტიურობა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების მთავარი გარანტია" - განაცხადა თარგამაძემ.
"ქრისტიან-დემოკრატების" ვიზიტი აშშ-ში 26 იანვარს დაიწყო. გიორგი თარგამაძემ შეხვედრები უკვე გამართა სახელმწიფო დეპარტმანტში, ეროვნულ-დემოკრატიულ და რესპუბლიკურ ინსტიტუტებში.
შეხვედრები დაგეგმილია სოფლის მეურნეობის სამინისტროში, აშშ-ს მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან და ქართულ დიასპორასთან. 2 თებერვალს გიორგი თარგამაძე აშშ-ს პრეზიდენტ ბარაქ ობამასთან საუზმეზეა მიწვეული.