ცესკო არჩევნების წინასწარ მონაცემებს უბნების მიხედვით პერმანენტულად აქვეყნებს. თუმცა აღნისნული მონაცემები კანდიდატთა პროცენულ მაჩვენებლებზე მნიშვნელოვან გავლენას ჯერჯერობით არ ახდებს. ამ დროისთვის ცესკომ უკვე გამოაქვეყნა 285 საუბნო საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემები.
შედეგების მიხედვით, მცირე პროცენტით დაიწია ნაციონალური მოძრაობის კანდიდსატის მიხეილ სააკაშვილის პროცენტულმა მაჩვენებელმა და 57,17 პროცენტის ნაცვლად შეადგენს 55,23 პროცენტს. აგრეთვე მცირე ცვლილებაა გაჩეჩილაძის მაჩვენებელშიც. მას 22,6 პროცენტის ნაცვლად ხმების 23,86 პროცენტი აქვს. დანარჩენ კანდიდატთა მაჩვენებელბზე მნიშვნელოვანი ცვლილებები ასევე არ ფიქსირდება. ბოლო მონაცემებით არკადი პატარკაციშვილი 6,55 პროცენტი, შალვა ნაეთელაშვილი 4,52 პროცენტი, დავით გამყრელიძე 3,5 პროცენტი, გიორგი მაისაშვილი 0,74 პროცენტი, ირინა სარიშვილი 0,17 პროცენტი. ამ დროისთვის ცესკომ უკვე გამოაქვეყნა 285 უბნის წინასწაერი მონაცემები.