დღეს, 28 იანვარს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ალან ჟიუპეს შეხვდება. ამის შესახებ საგრეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალნდაძემ ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულის სხდომის დასრულების შემდეგ გრიგოლ ვაშაძე პარიზში გაემგზავრება, სადაც შეხვედრას თავის ფრანგ კოლეგას და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებს შეხვდება.
"ვაშაძე თავის კოლეგასთან და საფრანგეთის მთვარობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საქართველო-საფრანგეთის ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს განიხილავს", - აღნიშნა კალანდაძემ.