"ახალი მემარჯვენეები" გაერთიანებული ოპოზიციის აქციას დღეს არ შეუერთდებიან. მემარჯვენეები არჩევნების შედეგებს სრულ ფარბიკაციას უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ საქართველოში განვითარებული მოვლენები საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ადეკვატური რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ახლები გაერთიანებული ოპოზიციციასთან თანამშრომლობას არ გამორიცხავენ. ამის შესახებ სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" ახალი მემარჯვენეების საპრეზიდენტო შტაბის წარმომადგენელმა მანანა ნაჭყებიამ განუცხადა.
მისი თქმით, ის რომ საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბებით ჩატარდა, მთელი მსოფლიოსთვის ცხადია, _ " 5 იანვრის არჩევნებს ლეგიტიმური საფუძველია არ აქვს. ამ ეტაპზე საჭიროა მეორე ტურის ჩატარება. განვითარებულ საარჩევნო პროცესებზე საერთაშორისო ორგანიზაციამ შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინოს", _ განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ნაჭყებიამ.
ახალი მემარჯვენეები ამ ეტაპზე გაერთიანებული ოპოზიციის აქციას არ შეუერთდებიან. "ჩვენი მოქმედება დამოკიდებული იქნება საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე.", _ განაცხადა ნაჭყებიამ.