ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატმა, მიხეილ სააკაშვილმა ხმების ყველაზე დიდი რაოდენობა მარნეულსა და ზემო აფხაზეთში მიიღო.
ცესკო-ს ინფორმაციით, სააკაშვილს მარნეულში ამომრჩეველთა 87,08%-მა (33 ათას 582 ხმა), ზემო-აფხაზეთში კი 84,13%-მა (636 ხმა) დაუჭირა მხარი.
წინასწარი ინფორმაციით, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, ლევან
გაჩეჩილაძემ ზემო აფხაზეთში მხოლოდ 56 ხმა მიიღო. მას პროცენტულად მოსდევს დავით გამყრელიძე _ 25 ხმა, არკადი პატარკაციშვილი _ 14 ხმა, შალვა
ნათელაშვილი _ 8 ხმა, გია მაისაშვილი _ 3 ხმა, ირინა სარიშვილი _ 1 ხმა.
იგივე ვითარებაა მარნეულშიც, სადაც გაჩეჩილაძე 2 ათას 423 ხმით მე-2 ადგილზეა, მას მოსდევს: დავით გამყრელიძე _ 1093 ხმა, არკადი პატარკაციშვილი_ 350 ხმა, შალვა ნათელაშვილი _ 293 გია მაისაშვილი _ 29 ხმა, ირინა სარიშვილი _ 14 ხმა.