30 იანვრამდე საქართველოში ითოვებს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სინოპტიკოსმა დოდო გვაზავამ განუცხადა, მაღალმთიან რაიონებში ყინვა და ტემპერატურის მკვეთრი დაცემაა მოსალოდნელი.
"დღეს აღმოსავლეთ საქართველოში ღრუბლიანი და მაღალმთიან რაიონებში ქარბუქია მოსალოდნელი. დასავლეთით მცირე წვიმა, ზემო იმერეთში დაუბერავს აღმოსავლეთის ჰაერი", - განაცხადა გვაზავამ.
სინოპტიკოსის განცხადებით, თვის ბოლომდე, დღის მეორე ნახევარში, ნავარაუდევია თოვლის შეწყვეტა, მაგრამ ღამით გაძლიერებული თოვაა მოსალოდნელი.
"ხვალიდან მთელ საქართველოში ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. აღმოსავლეთით თოვა გაგრძელდება, დასავლეთით წვიმა თოვლში გადავა და დღის მეორე ნახევარში თოვა კვლავ გაგრძელდება. მაღალმთიან რაიონებში ყინვა შენარჩუნდება. ტემპერატურის მკვეთრი გაუმჯობესება არ არის მოსალოდნელი", - აღნიშნა დოდო გვაზავამ
ცნობისთვის, გუდაურში დღისით -5 და საღამოს - 12 გრადუსი ყინვაა გამოცხადებული. ყინვა შენარჩუნდება ბაკურიანშიც, სადაც ასევე - 10 გრადუსია ნავარაუდევი.