ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი ინფორმაციით, საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა 68,82 პროცენტმა ხმა მიხეილ სააკაშვილს მისცა, რაც რაოდენობრივად 523 ამომრჩეველს შეადგენს.
ცესკო-ს ინფორმაციით, "ნაცმოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატს პროცენტულად მოსდევს ლევან გაჩეჩილაძე, რომელსაც ნდობა უცხოეთში მყოფმა საქართველოს 122-მა მოქალაქემ გამოუცხადა.
საზღვარგარეთ დანარჩენ კანდიდატთა ხმების რაოდენობა კი ასე გადანაწილდა: შალვა ნათელაშვილი _ 39 ხმა, დავით გამყრელიძე _ 30 ხმა, არკადი პატარკაციშვილი _ 20 ხმა, გია მაისაშვილი _ 9 ხმა, ირინა სარიშვილი _ 2 ხმა.
5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე საზღვარგარეთ სულ 44 საარჩევნო უბანი ფუნქციონირებდა,მათ შორის 2 ერაყში და 1 კოსოვოში.