დღეს, 27 იანვარს, საქართველოს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ადმინისტრატორის მოადგილე რებეკა გრინსპანი და ევროპისა და დსთ-ის რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელი კორი უდოვიჩკი ეწვევიან.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ისინი საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდებიან.
ოფიციალური შეხვედრები დანიშნულია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ რამაზ ნიკოლაიშვილთან; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ანდრია ურუშაძესთან და გარემოს დაცვის მინისტრ გიორგი ხაჩიძესთან.
რებეკა გრინსპანი აგრეთვე გაეცნობა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიმდინარე პროექტებს საქართველოში და მათ უშუალო მოსარგებლეებს გაესაუბრება.
28 იანვარს რებეკა გრინსპანი ეწვევა ფსიქიკური ჯანმრთელობის მულტიფუნქციურ ცენტრს, რომელიც ახორციელებს საპილოტო სამსახურს ჯანდაცვის მიმდინარე რეფორმის ფარგლებში. შემდეგ კი გაემგზავრება კაჭრეთში, სადაც კახეთის გუბერნატორთან გიორგი ღვინიაშვილთან ერთად პროფესიულ კოლეჯს მოინახულებს.