ხვალ, 27 იანვარს, 15:00 საათზე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდება და საქართველოში ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე ლექციას წაიკითხავს.
სიდამონიძე სტუდენტებთან შეხვედრის დროს დეტალურად ისაუბრებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2012 წელს დაგეგმილი პროექტების შესახებ და გააცნობს მათ ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროში საქმიანობის მიმართულებებს და პერსპექტივებს.