მსოფლიო საბაჟო ორგანიზაცია საბაჟოს საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებსა და მეწარმეებს აჯილდოებს.
საერთაშორისო ორგანიზაციის ღირსების მოწმობა გადაეცა 21 ადამიანს, მათ შორის საბაჟო ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებსაც, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ამ სფეროში. მსოფლიო საბაჟო ორგანიზაცია წელს საქართველოში აჯილდოებს 14 თანამშრომელს და ბიზნესსექტორის 7 წარმომადგენელს.
26 იანვარი საბაჟოს საერთაშორისო დღედ მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (მსო) მიერაა გამოცხადებული. ამ თარიღს, მთელ მსოფლიოში განსაკუთრებულად აღნიშნავენ, რადგან მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციას 60 წელი შეუსრულდა.
საქართველოში, საბაჟოს საერთაშორისო დღე, თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში აღინიშნა, აქვე გაიმართა დაჯილდოების ცერემონიაც.
ღირსების მოწმობები, რომელიც საქართველოში მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციამ გამოაგზავნა, მფლობელები, შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ჯაბა ებანოიძემ გადასცა. შემოსავლების სამსახურის ინიციატივით, წარმატებულ თანამშრომლებს მადლობის წერილები და ფულადი პრემიაც (1000 ლარის ოდენობით) გადაეცათ.
საერთაშორისო საბაჟო დღე აღინიშნება სლოგანით - "საზღვრები ყოფს, საბაჟოები აერთიანებს".
მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის წევრია 177 ქვეყნის საბაჟო ადმინისტრაცია, მათ შორის საქართველო, რომელიც 1993 წელს შეუერთდა აღნიშნულ კავშირს.
მსოფლიო საბაჟო ორგანიზაცია (მსო) არის სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაცია და ასევე, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (მსო) ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, რომლის შტაბ-ბინა მდებარეობს ბრიუსელში.