მტკვრის კალაპოტის შესაძლო შეცვლა ჩვენს ქვეყანას ეკოკატასტროფის წინაშე აყენებს. ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობის" განცხადებაშია ნათქვამია.
განცხადების თანახმად აღნიშნულის შემთხვევაში ასპინძას დაემუქრება გაუდაბნოება(არიდულ ზონად გარდაქმნა); შეტბორვის დაწყების შემდეგ პრაქტიკულად შეუძლებელი გახდება მტკვრის დებეტის გაკონტროლება; შეტბორვის შემდეგ წყალსაცავიდან ნაწილი წყლისა გადავა ჭოროხში.
"კულტურული მემკვიდრეობის განადგურების გარდა ყველაზე ცუდი შედეგი დგება შიდა ქართლისთვის, რადგან ის დარჩება სარწყავი წყლის გარეშე.
წყლის დებეტის მოკლების შემდეგ მტკვარში კლებულობა ე.წ. ,,შეზავების პროცენტი''ანუ, მატულობს მისი დაბინძურების ხარისხი. თუ დავეყრდნობით სააკაშვილის ოფიციალურ განცხადებას, აგრეთვე გარემოს დაცვის მინისტრის საკმაოდ კომპეტენტურ დასკვას -,,მტკვარი მოდიოდა, მტვარი მოდის და მტკვარი ივლის საქართველოში''-რომ მან მიაღწია ერდოღანთან შეთანხმებას ჭოროხზე ერთობლივად ჰესის მშენებლობის შესახებ. ეს ფაქტი რა თქმა უნდა,,სამთავრობო მედიის'' მიერ შეფასდა როგორც ,,ქართული დიპლომატიის დიდ გამარჯვებად''", - აღნიშნულია განცხადებაში.
მოძრაობაში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული შეთანხმების დროს, საქართველოს ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა საკუთარი ქვეყნის სახელმწიფო, სტრატეგიული, გეოპოლიტიკური და კანონიერი ინტერესი და როგორც უმრავლეს შემთხვევაში, მათ მიერ გაფორმებული ეს ხელშეკრულება თუ შეთანხმება ბუნდოვანებითაა მოცული, მიღებულია ერთპიროვნულად საზოგადოებასთან შეთანხმებისა და საჯარო მსჯელობის გარეშე.
"მოვითხოვთ საქართველოს მთავრობისაგან სრულ ინფორმირებულობას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და იმ საექსპერტო დასკვნების გასაჯაროებას (თუ ასეთი საერთოდ არსებობს), რომლის საფუძველზეც საქართველოს ხელისუფლებამ პრაქტიკულად ეკოკატასტროფის წინაშე დააყენა საკუთარი ქვეყანა", - აღნიშნულია განცხადებაში.