არასამთავრობოOორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" მიერ ხმების პარალელური დათვლის შედეგად, რომელიც 394 უბანზე მიმდინარეობდა, გამარჯვებულად მიხეილ სააკაშვილი გამოვლინდა. Aამის შესახებ განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა სირაძემ განაცხადა.
"სამართლიანი არჩევნების" მიერ ჩატარებული დათვლის შედეგების თანახმად, ლევან გაჩეჩილაძემ ხმათა 27,2%, ბადრი პატარკაციშვილმა 7,3%; დავით გამყრელიძემ 4,3%; შალვა ნათელაშვილმა 7,0%; მიხეილ სააკაშვილმა 50,8%; გია მაისაშვილმა 1,0%, ხოლო ირინა სარიშვილმა კი ხმათა 0,2% მოიპოვა.
"სამართლიანი არჩევნები" დაკვირვებას საქართველოს 75 ოლქის 3 400 უბანზე აწარმოებდა.
Oრგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებით, არჩევნებზე მოსახლეობის აქტივობამ 55,70 % შეადგინა.
რაც შეეხება რეგიონებს, იქ, ძირითადად, კვლავ მიხეილ სააკაშვილი ლიდერობს, თუმცა თბილისში პარალელური დათვლის მონაცემებით, ლევან გაჩეჩილაძემ გაიმარჯვა. გურიის მხარეში კი ხმები თანაბარი პროცენტული რაოდენობით გადანაწილდა და სააკაშვილმა და გაჩეჩილაძემ ხმების თანაბარი რაოდენობა დააგროვეს.