წყლით სარგებლობის წესის დარღვევისას ზიანის ოდენობა და მნიშვნელობა მთავრობის ნორმატიული აქტით განისაზღვრება. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილება უკვე შევიდა.
არსებული რეგულაციით, წყლის თვითნებური მიტაცება ან ჰიდროტექნიკურ სამუშაოთა თვითნებური წარმოება საერთო სარგებლობის ქსელზე, აგრეთვე წყლით სარგებლობის წესის სხვა დარღვევა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
კოდექსში შესული ცვლილბებით კი აღნიშნულ რეგულაციას ემატება, რომ აღნიშნული დარღვევების მნიშვნელოვანი ზიანის ოდენობას საქართველოს მთავრობის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი განსაზღვრავს.