ქუთაისში შიდსით დაავადებული ქალი გარდაიცვალა. ლამზირა ჩალაძეს 10 წლის მშობიარობისას დაინფიცირებული სისხლი გადაუსხეს. იმუნოდეფიციტის მატარებელი დედასთან ერთად გახდა ჩვილიც.
ინფექციის დადგენა მხოლოდ 5 წლის შემდეგ გახდა შესაძლებელი. დაზარალებულმა ოჯახმა საჩივარი სისხლის ბანკის წინააღმდეგ სასამართლოშიც შეიტანა. მოსამართლემ მათი მოთხოვნა ნაწილობვრივ დააკმაყოფილა და ოჯახს გარკვეული კომპენსაცია გადაუხადეს. ლამზირა ჩალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დამძიმდა.