გონიოში ნაპოვნი ცხედარი 37 წლის მირიან ანანიძეა. ცხედარი სახლში გადაასვენეს. როგორც ცნობილი გახდა, მირიან ანანიძე ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ცხოვრობდა.
ოჯახისწევრთა განცხადებით, ის 15 დეკემბერს გაუჩინარდა.
მირიან ანანიძის ცხედარი გონიოში, სანაპიროს მოსაზღვრე ტერიტორიაზე, დაჭაობებულ ადგილზე გუშინ საღამოს მეთევზეებმა იპოვეს. ანანიძეს ხელ-ფეხი თოკით ჰქონდა შეკრული და ფეხზე მძიმე ლოდი ეკიდა.