გამოცდების ეროვნული ცენტრი მოსწავლეების, პედაგოგებისა და დაინტერესებული პირებისთვის ერთდღიან ფორუმს აწყობს. 28 იანვარს, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, გამოცდების ეროვნული ცენტრის ფოიეში (მინდელის ქუჩა N9) მოეწყობა ცენტრის გამოცემების გამოფენა, მსურველებს იქვე შეეძლებათ ცენტრის მიერ მომზადებული და გამოცემული სახელმძღვანელოების შეძენა.
ფორუმის ფორმატი საგნობრივი ჯგუფების წარმომადგენლებთან გასაუბრების შესაძლებლობასაც ითვალისწინებს - ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება მისთვის საინტერესო კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღოს გამოცდების ეროვნული ცენტრის ექსპერტებისგან.
ფორუმის მსვლელობისას აბიტურიენტები მათთვის განკუთვნილი ცნობარის გაცნობას და რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებასაც შეძლებენ.