ლევან გაჩეჩილაძის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელი კახა კუკავა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს დახურულ კარს მიღმა შეხვდა.
შეხვედრისდასრულების შემდეგ კუკავამ ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დედაქალაქის მასშტაბით არსებულ ყველა საარჩევნო უბანზე ლევან გაჩეჩილაძემ გაიმარჯვა.
"თბილისის ყველა უბანზე გაჩეჩილაძე დამაჯერებლად ლიდერობის. ამის დამადასტურებელი შემაჯამებელი ოქმები ცესკო-ში უკვე შესულია, თუმცა ეს უწყება ამ ინფორმაციის გავრცელებას შეგნებულად არიდებს თავს. ჩვენ ამის შესახებ ინფორმაცია მივაწოდეთ "ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" წარმომადგენლობას", _ განაცხადა ცესკო-ს თავმჯდომარესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ კახა კუკავამ.
მისივე თქმით, ცესკო-ში მათი წარმომადგენლები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ და გაყალბების ნებისმიერ მცდელობას მკაცრად გააკონტროლებენ.