უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს თავდაცვის მდივნის მოადგილის ალექსანდრე ვერშბოუს ორდღიანი ვიზიტი საქართველოში დასრულებულია.
ალექსანდრე ვერშბოუმ საქართველო უკვე დატოვა.
მანმადე ამერიკელი მაღალჩინოსანმა ბოლო შეხვედრა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან არაფორმალურ ვითარებაში გამართა.
საქართველო-ამერიკის ურთიერთობაზე და საქართველოს თავდაცვის სისტემების გაუმჯობესებაზე საუბარი რესტორანში "მეტეხის ჩრდილში" მიმდინარეობდა.
ალექსანდრე ვერშბოუ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სავარაუდოდ, ვაშინგტონში გაემგზვრა.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ვერშბოუ საქართველოში უკრაინისა და მოსკოვში მოგზაურობის შემდეგ ჩამოვიდა.