საქართველოს ახალი თაობა გომურებში აღარ იბადება და მათი მოვლენა ამ ქვეყნად დაკავშირებულია პროგრესთან, განათებულ საავადმყოფოებთან და მზრუნველ სამედიცინო პერსონალთან. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ლაგოდეხში, ახალი სამედიცინო დაწესებულების მონახულებისას განაცხადა.
"ჩვენ გვქონდა შობადობის პატარა ჩამოწევა ეკონომიკური კრიზისის გამო, თუმცა 2009 წლის შემდეგ შობადობის მაჩვენებელი გაიზარდა. ბოლო წლებში ჩვენ პოზიტიური შობადობის ბალანსი გვაქვს დაწყებული. ეს არის ჯიუტი სტატისტიკა. მხოლოდ ლაგოდეხში კი არა, ძალიან ბევრგან არის გაზრდილი მშობიარეთა რაოდენობა. ადრე თბილისში მხოლოდ ორი კერძო სამშობიარო იყო, სადაც შეიძლებოდა ღირსეულად დაბადებულიყო ჩვენი შემდეგი თაობა. ახლა კი საქართველოში უკლებლივ ყველგან გაკეთდა ან კეთდება ესეთი ადგილები", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, ასეთ საავადმყოფოებში დაბადებული ბავშვები ბევრად უკეთეს პირობებში გაიზრდებიან.