საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ყოველი ახალი სამედიცინო ცენტრის გახსნისას, სამედიცინო აპარატურა ერთი კლინიკა მეორეში გადააქვთ.
"ძველ საავადმყოფოებში პაციენტები აღარ დადიოდნენ. იქ მომუშავე ექიმებსაც არანაირი პრაქტიკა არ ჰქონდათ. რას არ იგონებენ, რომ აპარატურა დააქვთ აქეთ-იქითო, მსახიობებს აწვენენ პაციენტების ნაცვლადო და იმას ახვედრებენო სააკაშვილსო. ამას ვინც ლაპარაკობენ, არვიცი რატომ სწყინთ რომ ახალი საავადმყოფოები იხსნება და ამ სფეროში პროგრესია. ეს არ არის საპრეზიდენტო პროგრამა, ეს საავადმყოფოები ყველასთვის არის", - განაცხადა სააკაშვილმა ლაგოდეხში ახალი სამედიცინო დაწესებულების მონახულებისას.
მისი თქმით, ახალი საავადმყოფოები საქართველოს წინსვლის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია.