საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ლაგოდეხში „არქიმედეს" კლინიკას ესტუმრა, სადაც ლაგოდეხელი ახალშობილები პირადად მოინახულა.
ახალშობილთაგან ერთ-ერთი პრეზიდენტის მისვლამდე რამდენიმე წუთით ადრე გაჩნდა.
ქვეყნის პირველმა პირმა თითოეულ მათგანს საჩუქრები მიუტანა და მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.
„არქიმედეს" კლინიკა 3 დეკემბერს გაიხსნა და ამ პერიოდში უკვე ახალ კლინიკაში 80 ბავშვი დაიბადა.